GOGA.TV
youtube
3
  • ვაშაძე მთავრობას მოუწოდებს მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიოს

    გიორგი ვაშაძე მთავრობას მოუწოდებს მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიოს. "ახალი საქართველოს" ლიდერი აცხადებ,ს რომ დღემდე უცნობია, როგორ ჩატარდება ღვთის მსახურება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე.

    "ჩვენ დღემდე არ ვიცით, როგორ ვმოქმედებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით. წინ დიდი ხუთშაბათია, წითელი პარასკევია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და ამ დრომდე არ ვიცით, რა არის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. აიღეთ პასუხისმგებლობა, გამოდით და გვითხარით, როგორ მოვიქცეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
    186 ნახვა
    14-04-2020, 09:15