GOGA.TV
youtube
3
  • კახეთში ძმისშვილმა ბიძა მოკლა

    კახეთში ძმისშვილმა ბიძა მოკლა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მსხალგორში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის იარაღი ნაჯახია, რომლითაც სასიკვდილო ჭრილობა 65 წლის კაცს თავის არეში ჰქონდა მიყენებული. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაკავებულია.


    ადგილობრივების თქმით, მოკლული და ბრალდებული ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ბიძის დაღუპვის შესახებ კი ძმისშვილმა მეზობლებს თავად აცნობა და დახმარება სთხოვა. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია.
    221 ნახვა
    14-04-2020, 09:23