GOGA.TV
youtube
3
  • ჩინეთი კორონავირუსის ახალი ინფიცირების შემთხვევებს რუსეთს უკავშირებს

    ჩინეთში ახალი ინფიცირების შემთხვევები რუსეთს უკავშირდება - განცხადებას ჩინეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

    ბოლო 243 შემთხვევა რუსეთის სასაზღვრო ქალაქში დაფიქსირდა, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ სასაზღვრო ქალაქში მედიკოსები გაგზავნა, მიმდინარეობს სამედიცინო ცენტრების მოწყობა.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ შესაძლოა ჩინეთის ჩრდილოეთში ახალი ვუჰანი ვიხილოთ.

    კომენტარი გააკეთა სერგეი ლავროვმა, რომლის განცხადებით, რუსეთი პატივს სცემს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, რაც რუსეთის კონსტიტუციითაა დადასტურებული, ამიტომ ქვეყანა ჯერჯერობით შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს.

    ზომები გამკაცრებულია ეკლესიაში, პატრიარქი კირილი მრევლს მოუწოდებს დარჩნენ სახლში. თუმცა რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრიარქრის მოწოდებას სამღვდელოების მხოლოდ ნაწილი დაემორჩილა. ნაწილი კი აქტიურად გამოდის საპატრიარქოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ და მრევლს მოუწოდებს, წირვას ეკლესიაში დაესწრონ.
    184 ნახვა
    14-04-2020, 09:29