GOGA.TV
  • დღეიდან თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი 10 დღით იკეტება

    დღეიდან ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით იკეტება - დამატებითი შეზღუდვებით ხელისუფლება საქართველოში სრულმასშტაბიანი შიდაგადაცემის ეტაპს პასუხობს.

    ზუსტად 13 საათში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა აიკრძალება. გამკაცრებული შეზღუდვა არ შეეხება შიდაგადაადგილებას.

    დღეს უნდა დაზუსტდეს შესაძლებელი იქნება, თუ არა ტრანსპორტით მოძრაობა თბილისის შემადგენლობაში შემავალ დასახლებებში. პარალელურად, ცნობილი ხდება რომ საგანგებო მდგომარეობა ათ მაისამდე გახანგრძლივდება.
    198 ნახვა
    15-04-2020, 09:03