GOGA.TV
youtube
3
  • ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ - ირაკლი ოქრუაშვილი

    "პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს, 2-3 თვეში ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ქვეყანა დამოკიდებულია საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებული შეთანხმება არ სრულდება.

    "პრობლემას ვერც იმაში ვხედავ რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება," - წერს ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
    296 ნახვა
    15-04-2020, 09:18