GOGA.TV
პაატა იმნაძე შიშობს, რომ საქართველოში იტალიის მაგალითი განმეორდება
  • პაატა იმნაძე შიშობს, რომ საქართველოში იტალიის მაგალითი განმეორდება

    "დარჩით სახლში რომ ერი გადარჩეს, დარჩით სახლში რომ ეკლესია გადარჩეს" - საკმაოდ ემოციური განცხადება პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე ამბობს, რომ სახლში დარჩენა ერთადერთი გამოსავალია - წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ფართომაშტაბიან ეპიდაფეთქებას ვერ გადაურჩება და იტალიის მაგალითს გაიმეორებს.

    იმნაძე ოჯახებში წევრებს შორის დისტანცირების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

    "დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ვართ იმისი საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. აქ არის ლაპარაკი ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემას. თუ არა, მოგველის რაც იყო იტალიაში, ვეღარ ავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? ნუ გავაკეთებთ იმას, რომ რაც გავაკეთეთ დღემდე და მაქსიმალურად გავაჩერეთ [ინფექციის გავრცელება], წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი.

    ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათა შორის. ოჯახებშიც ვრცელდება, ხომ იცით სტატისტიკა - თითო ოჯახში 5-6-7 ავადმყოფია. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახებშია საჭირო, არათუ გარეთ. ვუყურებდი, მანქანები როგორ გადიოდა ქალაქიდან. მესმის, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, მაგრამ სუფრაზე 5 კაცი რომ იქნება, შეიძლება ხუთივე ჩაწვეს.

    დღეს ვთქვათ ერთხელ უარი იმიტომ, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, იგივე - ეკლესია გადარჩეს. ამისკენ მოგიწოდებთ ყველას. ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია. დარჩით სახლში, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, თქვენგან მეტი არაფერი გვინდა - დარჩით სახლში!" - განაცხადა პაატა იმნაძემ.
    275 ნახვა
    15-04-2020, 23:55