GOGA.TV
youtube
3
საქართველოს 180 მოქალაქე დღეს პარიზიდან სამშობლოში ბრუნდება
  • საქართველოს 180 მოქალაქე დღეს პარიზიდან სამშობლოში ბრუნდება

    საქართველოს 180 მოქალაქე დღეს პარიზიდან სამშობლოში ბრუნდება. საჰაერო ტრანსპორტი პარიზში საქართველოდან უცხო ქვეყნის 35 მოქალაქეს გადაიყვანს.

    ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განმარტებით, საფრანგეთიდან დაბრუნებული რეისი ბათუმში დაეშვება.

    საქართველოს მოქალაქეები კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საკარანტინო ზონაში მოთავსდებიან.

    "აქედან მიფრინავს 35 მგზავრი, რომელიც უმთავრესად არის უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იქიდან მოფრინავს საქართველოს 180 მოქალაქე. ყველას დაურიგდება პირბადეები და ხელთათმანები," - განაცხადა ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.

    შემდგომი რეისები ორ-სამ დღიანი შუალედით შესრულდება თელ-ავივიდან, რომიდან, ვარშავადან, ბარსელონადან, მადრიდიდან და პრაღადან.
    231 ნახვა
    16-04-2020, 01:12