GOGA.TV
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში განსაკუთრებით მკაცრი კარანტინი მოქმედებს
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში განსაკუთრებით მკაცრი კარანტინი მოქმედებს

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი სავანეთში განსაკუთრებით მკაცრი კარანტინი მოქმედებს. დასახლება გუშინ, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ჩაიკეტა.

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული 20 შემთხვევიდან ორი სოფელ სავანეთის მცხოვრებლებს გამოუვლინდა და ამ დროისთვის, პირველადი ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

    სოფელ სავანეთის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ.
    257 ნახვა
    16-04-2020, 01:15