GOGA.TV
youtube
3
მაისის სასიყვარულო და ფინანსური პროგნოზი მიწის სტიქიის წარმომადგენელებისთვის - რა ელით კუროს, ქალწულსა და თხის რქას
  • მაისის სასიყვარულო და ფინანსური პროგნოზი მიწის სტიქიის წარმომადგენელებისთვის - რა ელით კუროს, ქალწულსა და თხის რქას

    მა­ი­სის სა­სიყ­ვა­რუ­ლო და ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბის­თვის (კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა)

    კურო
    ვე­ნე­რას გავ­ლე­ნით, გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტე­რე­სი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი­სად­მი. შე­იძ­ლე­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ კი­დეც მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­ფერ­ხდეს ფუ­ლის გა­დახ­და ან ვერ მი­ი­ღოთ ის თან­ხა, რა­საც ელო­დით. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში. მო­ე­რი­დეთ ზე­და­პი­რუ­ლო­ბას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა, მო­ნო­ტო­ნუ­რი ცხოვ­რე­ბით დაღ­ლილს რა­ღაც ექ­სპე­რი­მენ­ტებ­მაც გა­გი­ტა­ცოთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ზო­გი­ერ­თმა შე­იც­ვა­ლოთ პარტნი­ო­რი, ზოგი კი ხან­მოკ­ლე რო­მა­ნით დაკ­მა­ყო­ფილ­დეთ. მარ­ტო­ხე­ლებს რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნის და­წყე­ბა ელით, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ რო­მე­ლი­მე სე­რი­ო­ზულ სა­ხეს მი­ი­ღებს.

    ქალ­წუ­ლი
    თვის და­სა­წყის­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ბათ რო­მა­ნი ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ხელს წა­გიკ­რავთ კა­რი­ე­რუ­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ან ადა­მი­ან­თან, ვინც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­გეხ­მა­რე­ბათ. მაგ­რამ მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მიხ­ვდე­ბით, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვით, ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელ­ზეა აგე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოთ რო­მა­ნი ყო­ფილ­თან, რად­გან მიხ­ვდეთ, რომ გრძნო­ბა არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მი­უბ­რუნ­დე­ბით ძვე­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, რო­მე­ლიც მი­ვი­წყე­ბუ­ლი გქონდთ.
    მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­ნაკ­ლის არ გე­ლით, გა­იზ­რდე­ბა ხარ­ჯი. შე­იძ­ლე­ბა ფუ­ლის და­ხარ­ჯვამ მო­გი­წი­ოთ რე­მონტზე ან ავე­ჯის შე­ძე­ნა­ზე. იყა­ვით კე­თილ­გო­ნი­ე­რი და ეცა­დეთ, არ გა­და­ვარ­დეთ ვა­ლებ­ში.

    თხის რქა
    მა­ის­ში თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბია სიყ­ვა­რუ­ლი და სამ­სა­ხუ­რი. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბას. ის, რაც მსუ­ბუ­ქად და სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­ი­წყო, შე­იძ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. თუ კავ­ში­რის გაგ­რძე­ლე­ბა თქვენს ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის, გა­წყვე­ტას წინ ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა. ან შე­იძ­ლე­ბა დაგშორ­დეთ პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც მიხ­ვდე­ბა, რომ ვერ მი­ი­ღებს თქვენ­გან იმას, რაც სურს.
    რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ ფონს. სავ­სე­ბით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბით. შე­იძ­ლე­ბა გა­გე­ზარ­დოთ კი­დეც შე­მო­სა­ვა­ლი, თუ, რა თქმა უნდა, თა­ვად არ იზარ­მა­ცებთ. ზო­გი­ერთს თვის ბო­ლოს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა ელის.
    მა­ი­სის სა­სიყ­ვა­რუ­ლო და ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი კირჩხი­ბის, მო­რი­ე­ლი­სა და თევ­ზე­ბის­თვის

    წყარო: ambebi.ge/astrology
    441 ნახვა
    16-04-2020, 02:58