GOGA.TV
  • გორში სავაჭრო ტერიტორიის ადგილი დაშალეს, რასაც ხმაური მოჰყვა

    გორში სავაჭრო ტერიტორიის დახურვას ხმაური მოჰყვა. ავტოსადგომთან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა კუსტარულად მოწყობილი დახლები აიღეს, რაც მოვაჭრეების გააპროტესტეს. მათი თქმით, შემოსავლის გარეშე რჩებიან. ეს ავტოსადგომის ტერიტორიაზე დახლების აღების პირველი შემთხვევა არ არის.

    "კომენდანტის საათის დროს, ღამის პირველ საათზე მორჩნენ ამ ტერიტორიის დანგრევას. ნახევარი მოვაჭრეების მაგიდები საერთოდ აღარ არის. 4 მაგიდიდან 2 ათასი ლარი ვიზარალე,"- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

    გარდა ამისა, მოვაჭრეები აცხადებენ, რომ სავაჭრო ტერიტორიის დახურვის შედეგად მათ სამსახური დაკარგეს, რის გამოც შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ.
    199 ნახვა
    16-04-2020, 09:14