GOGA.TV
აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
  • აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქალაძემ განაცხადა, მათგან 5 მედპერსონალია, ორი კი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

    აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა არ დააზუსტა, თუ რომელ კლინიკაში დაინფიცირდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და უკავშირდება თუ არა ქობულეთის კლასტერს.

    "მათივე თხოვნით, არ დავასახელებ და დავაკონკრეტებ, ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და მათ არ იციან ამის შესახებ. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი. ვიტყვი იმას, რომ ისინი იზოლაციაში იყვნენ"-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

    ინფიცირებულები კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილები. ამ ეტაპზე, ბათუმის "მედალფაში" COVID-19-ით ინფიცირებული 37 პირია მოთავსებული.
    244 ნახვა
    17-04-2020, 00:24