GOGA.TV
youtube
3
ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს 13 სასულიერო პირი
  • ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს 13 სასულიერო პირი

    ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს 13 სასულიერო პირი. მათ მიერ აღდგომის დღესასწაულამდე სამი დღით ადრე გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, რომელსაც ხელს თეოლოგებიც აწერენ, ნათქვამია, რომ ადამიანის სიცოცხლის დაცვა უალტერნატივოა:

    "ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში. ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც სასულიერო პირი ღვთისმსახურებისას ცოცხლებსა და მიცვალებულებს მოიხსენიებს, თითოეული ჩვენგანიც, ისინიც კი, ვინც ღმრთისმსახურებას არ ესწრება, საიდუმლოებრივად თანაზიარი ხდება საღმრთო მადლისა. ნებისმიერი რიტუალი კი სწორედ ამ ჭეშმარიტების მოფრთხილებასა და შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს. უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა," - ნათქვამია განცხადებაში.
    240 ნახვა
    17-04-2020, 00:35