GOGA.TV
  • 21 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით ავტომანქანებით გადაადგილება იზღუდება

    დაინფიცირების გაზრდილი რისკი და კიდევ უფრო გამკაცრებული შეზღუდვები - COVID-19-ის გავრცელების გამო შემოღებულ არაერთ რეგულაციას რამდენიმე საათში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა ემატება. შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 საათიდან ამოქმედდება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

    გარდა ამისა, დღეიდან დახურულ საჯარო სავალდებულო ხდება სივრცეში პირბადის ტარება. ჯარიმა 15 ათასი ლარია და ის იურიდიულ პირებს დაეკისრება.

    სიახლეების შესახებ განცხადება პრემიერის მრჩეველმა და პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღის ბოლოს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
    261 ნახვა
    17-04-2020, 00:56