GOGA.TV
youtube
3
  • ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე მოსახლეობას სამხედრო მდგომარეობის შემოღებით დაემუქრა

    ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე მოსახლეობას სამხედრო მდგომარეობის შემოღებით დაემუქრა იმ შემთხვევაში თუკი მას არ დაუჯერებენ და მკაცრი კარანტინის წესებს არ დაიცავენ.

    ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფილიპინების პრეზიდენტი მოსახლეობის დასჯაზე საუბრობს. ცოტა ხნის წინ, დუტერტემ სამართალდამცველებს ნებართვა მისცა, კარანტინის დამრღვევებს ესროლონ. ფილიპინებში კორონავირუსის 5,660 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსს ქვეყანაში 360 ადამიანი ემსხვერპლა.

    "მე მხოლოდ სულ მცირე დისციპლინა გთხოვეთ, თუ არ დამიჯერებთ, მაშინ პოლიცია და სამხედროები მოგხედავენ. კანონს სამხედროები აღასრულებენ და ეს იქნება სამხედრო მდგომარეობა, აირჩიეთ,"- აცხადებს ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე.
    173 ნახვა
    17-04-2020, 09:23