GOGA.TV
მადისაღმძვრელი ოჯახური ქათმის ბარკლებითა და ახალი კარტოფილით
  • მადისაღმძვრელი ოჯახური ქათმის ბარკლებითა და ახალი კარტოფილით

    ინგრედიენტები
    ქათმის ბარკალი - 5 ც
    ქათმის სუნელები - 1/2 ჩკ
    პაპრიკა - 1 ჩკ
    შავი პილპილი - 1/2 ჩკ
    მარილი - 1 ჩკ
    კარტოფილი - 700 გ
    სტაფილო - 1 ც
    ხახვი - 50 გ
    ნიორი - 2 კბილი
    წყალი - 100 მლ
    თაფლი - 1 სკ
    ტომატ-პასტა ან კეტჩუპი - 40 გ
    სოიოს სოუსი - 4 სკ

    მომზადების წესები
    ქათმის ბარკლებს დააყარეთ სუნელები, მარილი და პილპილი. კარგად ამოურიეთ, რომ ყველა ნაჭერს შეხვდეს სანელებელი.
    შეწვით ქათმის ბარკლები ტაფაზე ორივე მხრიდან.
    ქათმის ნამწვავში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, სტაფილო (კუბიკებად დაჭრილი) და კარტოფილი. რამდენჯერმე ამოურიეთ და სულ მცირე, 15 წუთით გქონდეთ საშუალო ცეცხლზე.
    მოამზადეთ სოუსი: წყალს დაუმატეთ თაფლი, კეტჩუპი, სოუიოს სოუსი და კარგად ამოურიეთ. ეს სოუსი გადაასხით ბოსტნეულს. ბოსტნეულს თავზე მოალაგეთ ქათმის ბარკლები. ტაფას თავი დაახურეთ და 20 წუთით დაბალ ცეცხლზე შუშეთ.
    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: gemrielia.ge
    422 ნახვა
    19-04-2020, 03:16