GOGA.TV
  • რა ხდება მსოფლიოში, კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება

    საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. სომხეთში ინფიცირებულია 1,291 პირი. დაღუპულია 20 ადამიანი. 18 მოქალაქეა დაღუპული აზერბაიჯანშიც.

    ვითარება კიდევ უფრო რთულია რუსეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 6 ათასს სცდება. 42,000 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა თურქეთში. ჯანდაცვის მსოფლიო რუკის სათავეში კი, კვლავ ამერიკაა.

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პანდემიამ პიკს მიაღწია და ახლა სტატისტიკურ მონაცემებზე ინფიცირების მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. დონალდ ტრამპის თქმით, ზოგიერთმა შტატმა კორონავირუსის პოზიტიური მაჩვენებლების გამო საზღვრები უკვე გახსნა.

    ამ დროისთვის აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების 740,000 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 39, 000 ადამიანზე მეტი.

    "ჩვენ ვაგრძელებთ პოზიტიური შედეგების ჩვენებას, კორონავირუსმა პიკს მიაღწია. მსოფლიოს 184 ქვეყანაში პანდემიამ დამანგრეველი შედეგები მოიტანა. თეთრი სახლის ადმინისტრაცია აგრძელებს ვირუსთან ბრძოლას. პოზიტიური ტენდენციები კი შენარჩუნდება. ვფიქრობ, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გერმანიის ჯანდაცვის უწყებაზე უკეთესი შედეგებიც კი აჩვენა," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
    359 ნახვა
    19-04-2020, 09:20