GOGA.TV
როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ
  • როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

    ვერ­ძი
    თქვენ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ნაპ­ლე­ო­ნი და ში­ზო­ფე­ნი­კე­ბის იმ­პე­რა­ტო­რი ხართ. სწო­რედ თქვენ გა­მო­დი­ხართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წეს­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ო­მა­რი ქმე­დე­ბე­ბით და მუდ­მი­ვად აწყობთ გაქ­ცე­ვას. შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­პა­როთ სა­აღ­რი­ცხვო ჟურ­ნა­ლი, რათა არა­ვინ მი­ი­ღოს სამ­კურ­ნა­ლო აბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ერ­თა­დერ­თი ხართ, ვი­საც არ ეში­ნია ნემ­სის და ელექტრო­შო­კით მკურ­ნა­ლო­ბის. უფრო მე­ტიც, თე­რა­პია გაძ­ლი­ე­რებთ. ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ, ერთ პა­ლა­ტა­ში ერ­თდრო­უ­ლად ორი ვერ­ძი არ შე­ა­სახ­ლონ, მათ მუ­დამ აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან რქე­ბით შერ­კი­ნე­ბის სურ­ვი­ლი და ერ­თმა­ნეთს წიხ­ლებ­საც გემ­რი­ე­ლად უქ­ნე­ვენ.

    კურო
    თქვენ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში გაქვთ, სა­გი­ჟეთ­ში ოჯა­ხის წევრთან ერ­თად მოხ­ვდით, მან თავი მო­წყე­ნი­ლად რომ არ იგ­რძნოს, ან თა­ვად მი­იყ­ვა­ნეთ გა­გი­ჟე­ბამ­დე და ახლა თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობთ და მის გვერ­დით ყოფ­ნას და მას­ზე ზრუნ­ვას ამ­ჯო­ბი­ნებთ. სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნალს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბით; ეზო­ში ყვა­ვი­ლებს უვ­ლით. ერ­თა­დერ­თი ხართ, ვინც მედ­დას მოს­წონს. თუმ­ცა, ვიჩ­ქა­რეთ, როცა გი­თხა­რით, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში გაქვთ, ეს ერთი შე­ხედ­ვით დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი იყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში, საკ­მა­რი­სია, მედ­დას ქვე­და საც­ვა­ლი გა­მო­უჩ­ნდეს, რომ თვა­ლე­ბი სის­ხლით აგემღვრე­ვათ და... თუმ­ცა, იმის გამო, რომ გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ, მათ ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ო­ბენ.

    ტყუ­პი
    სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბოდ­ვე­ბის გამო მოხ­ვდით. თქვენ სტუ­დენ­ტი-მე­დი­კო­სე­ბის საყ­ვა­რე­ლი პა­ცი­ენ­ტი ხართ, რად­გან თქვენ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მათ­თვის მუ­დამ სა­ინ­ტე­რე­სოა. თქვენ ერ­თა­დერ­თი ხართ, ვინც ექიმს დი­აგ­ნოზს უპ­რო­ტეს­ტებს და არ­გუ­მენ­ტე­ბი მოგ­ყავთ, რომ სრუ­ლი­ად სხვა და­ა­ვა­დე­ბა გაქვთ. ამას­თა­ნა­ვე, სა­ერ­თოდ არ ამ­ტკი­ცებთ, რომ ჯან­მრთე­ლი ხართ. ხან­და­ხან ეხ­მა­რე­ბით ელექტრო­შო­კის გა­რე­მონ­ტე­ბა­ში, რომ­ლი­თაც ვერძს მკურ­ნა­ლო­ბენ. გუ­ლუბ­რყვი­ლო გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ თქვენ პი­როვ­ნე­ბის გა­ო­რე­ბა გჭირთ, თქვენ სამი და ოთხი კი არა უამ­რა­ვი ხართ და ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში უნდა მკურ­ნა­ლობ­დეთ.

    კირჩხი­ბი
    უხე­ში სო­ცი­ო­ფო­ბი­ის გამო მოხ­ვდით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დე­დის მუც­ლი­დან გა­მოძ­რო­მას არც აპი­რებ­დით და მშო­ბი­ა­რო­ბის მე-11 თვე­ზე ძა­ლით ამო­გათ­რი­ეს მუც­ლი­დან. პა­ლა­ტის რბი­ლი კედ­ლე­ბი და თეთ­რი ფერი თქვენ­ზე და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს. სა­სურ­ვე­ლია, ში­ნი­დან ნივ­თე­ბი და გემ­რი­ე­ლო­ბე­ბი ტკა­ცუ­ნა ბურ­თუ­ლი­ა­ნი პა­კე­ტე­ბით მო­გი­ტა­ნონ, მათი ტკა­ცუ­ნით გა­ერ­თო­ბით მა­ინც. ან უმ­ჯო­ბე­სია, მთე­ლი შეკ­ვრა გქონ­დეთ ასე­თი ტკა­ცუ­ნა ბურ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კის - ტან­ზე შე­მო­იხ­ვევთ და პა­ლა­ტა­ში ია­ტაკ­ზე იგო­რა­ვებთ.

    ლომი
    თქვენ ძა­ლი­ან რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ხართ. ერ­თა­დერ­თი პა­ცი­ენ­ტი ბრძან­დე­ბით მსოფ­ლი­ო­ში, ვინც ამა­ყობს თა­ვი­სი რთუ­ლად წარ­მო­სათ­ქმე­ლი და­ა­ვა­დე­ბით. ყვე­ლა ახალ­მო­სულს ეკი­თხე­ბით, რი­თია და­ა­ვა­დე­ბე­ლი და მერე სი­ა­მა­ყით აუ­წყებთ სა­კუ­თარ დი­აგ­ნოზს, რო­მე­ლიც სხვებ­ზე გრძე­ლია და სა­ინ­ტე­რე­სოდ ჟღერს. მთა­ვა­რი ექი­მი და მედ­და პა­ტი­ვით გე­ქე­ცე­ვი­ან, პა­ლა­ტა­შიც და სა­სა­დი­ლო­შიც პირ­ვე­ლი შე­დი­ხართ. სხვა­თა შო­რის, თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი სხვებ­ზე მეტ თან­ხას იხ­დი­ან, რად­გან თქვენ მე­ფუ­რი პი­რო­ბე­ბი გჭირ­დე­ბათ. სა­სურ­ვე­ლია, თეთ­რი ხა­ლა­თი არ ჩა­გი­ვარ­დეთ ხელ­ში, თო­რემ დარ­ჩე­ნილ პა­ცი­ენ­ტებს თქვე­ნე­ბუ­რად უმ­კურ­ნა­ლებთ და ეს სი­კე­თეს არა­ვის მო­უ­ტანს.

    ქალ­წუ­ლი
    თქვენ მედ­და ხართ, სამ­სა­ხუ­რი 8-ზე გე­წყე­ბეთ, მაგ­რამ უკვე 6 სა­ათ­ზე ად­გილ­ზე ხართ. დიდი ხნის წინ ნევ­რო­ზი და­გე­მარ­თათ და სა­გი­ჟეთ­ში მუ­შა­ო­ბა და გი­ჟებ­ზე ზრუნ­ვა გამ­შვი­დებთ. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იმი­ტომ არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, რომ მათ თქვე­ნი სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბის ეში­ნი­ათ. ქალ­წულს ძა­ლი­ან მოს­წონს თეთრ ქათ­ქა­თა ხა­ლათ­ში სი­ა­რუ­ლი და ვაი მას, ვინც უნებ­ლი­ედ და­უს­ვრის სა­მოსს. აი, გა­გი­ჟე­ბა მერე ნა­ხეთ თქვენ.

    სას­წო­რი
    სა­გი­ჟეთ­ში სიყ­ვა­რუ­ლის გამო მოხ­ვდით, უფრო სწო­რად, ღა­ლა­ტის. ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენ­ტში ხე­დავთ ან სიყ­ვა­რუ­ლის, ან სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის ობი­ექტს - გა­აჩ­ნია თქვენს გან­წყო­ბას. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნა­კი­თხი პა­ცი­ენ­ტი ხართ, ყვე­ლა­ზე კარ­გად თქვენ ხა­ტავთ. გიყ­ვართ ნაღ­ვლი­ა­ნი მუ­სი­კის მოს­მე­ნა, რომ­ლის გა­მოც კირჩხი­ბი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას ყმუ­ილს იწყებს, ლომი კი თი­თე­ბით ჰყვე­ბა ტაქტს. ნაკ­ლე­ბად რომ იყოთ მო­წყე­ნი­ლი, თქვენ უქ­მე­ებ­ზე ცეკ­ვის სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­გა­ვა­ლეს. ამ დათ­მო­ბა­ზე სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცია მას შემ­დეგ წა­ვი­და, რაც და­მო­უ­კი­დებ­ლად პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი შე­ის­წავ­ლეთ, რად­გან მე­ლან­ქო­ლი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბი ამ ენა­ზე უკეთ ჟღერს. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მოგ­წონთ ყვი­თე­ლი ფე­რის აბე­ბი. მათ მთელ სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში აგ­რო­ვებთ და კე­დელ­ზე მო­ზა­ი­კაც კი შექ­მე­ნით - ცენ­ტრში ლურ­ჯი აბი მო­ა­თავ­სეთ, მის გარ­შე­მო კი - ყვით­ლე­ბი. გე­თან­ხმე­ბით, ლა­მა­ზია. მცოდ­ნე­ე­ბი მას ვან გო­გის "ვარ­სკვლა­ვურ ღა­მეს" ადა­რე­ბენ, ყვი­თე­ლი აბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო, ტყუ­პი თავს ცუ­დად გრძნობს.

    მო­რი­ე­ლი
    ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლის მთა­ვა­რი პა­რა­ნო­ი­კი ხართ. არა­ვის ენ­დო­ბით და ყვე­ლას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებთ. ხან­და­ხან გგო­ნი­ათ, რომ მთა­ვარ ექიმს თქვე­ნი მო­წამ­ვლა სურს. ხან­და­ხან გგო­ნი­ათ, რომ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ხართ და სა­გი­ჟეთ­ში და­ე­მა­ლეთ მსოფ­ლი­ოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტებს, რომ­ლე­ბიც თქვენ და­გე­ძებ­დნენ. სა­მოს­ში რა­ცია გაქვთ ჩა­კე­რე­ბუ­ლი. ის მერ­წყულ­მა აგი­წყოთ და და­გიმონ­ტა­ჟათ. ის ერ­თა­დერ­თია, ვი­საც ენ­დო­ბით. დი­აგ­ნო­ზი: თვალ­თვა­ლის მა­ნია. მკურ­ნა­ლო­ბა: შავი სათ­ვა­ლე, მი­სა­წე­ბე­ბე­ლი ულ­ვა­ში და აბე­ბი, რომ­ლე­ბიც უხი­ლავს გხდი­ან. ხან­და­ხან მო­რი­ე­ლი ითხოვს, რომ ხში­რად მი­უ­ტა­ნონ ში­ნი­დან ამა­ნა­თი. იხ­ვე­წე­ბა, რომ თი­თო­ე­ულ ფორ­თო­ხალ­ში და­მა­ლუ­ლი იყოს პა­ტა­რა კო­ნი­ა­კის ბოთ­ლი, პუ­რის ბა­ტონ­ში - დანა. მაგ­რამ მათ­თან ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე მო­აქვთ - ბა­ნა­ნი და ფე­რა­დი ცარ­ცი. თუმ­ცა, მო­რი­ელ­მა იცის, რომ ამა­ნათს მთა­ვა­რი ექი­მი უც­ვლის, სა­ა­ვად­მყო­ფოს გარ­შე­მო კი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტე­ბი უდა­რა­ჯე­ბენ.

    მშვილ­დო­სა­ნი
    ნარ­ცი­სიზ­მი გჭირთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ ექიმ­ზე - თხის რქა­ზე სა­უ­კე­თე­სო ხართ, ის უნდა გი­მად­ლო­დეთ, რომ მან პირ­ველ­მა ჩა­იც­ვა თეთ­რი ხა­ლა­თი, თო­რემ გა­ირ­კვე­ო­და, ვი­ნაა სამ­კურ­ნა­ლო... შე­გიძ­ლი­ათ გა­იქ­ცეთ სა­გი­ჟე­თი­დან, მაგ­რამ გე­ზა­რე­ბათ. თა­ნაც, ცუდ პი­რო­ბებ­ში არ ხართ, კარ­გად გაჭ­მე­ვენ, გის­მე­ნენ, როცა ფი­ლო­სო­ფი­ურ თე­მებ­ზე მსჯე­ლობთ და თავს გიქ­ნე­ვენ. სა­ა­ვად­მყო­ფოს მიღ­მა თქვენს ნარ­ცი­სიზმს პა­ტი­ვის არა­ვინ სცემს. აქ კი შე­გიძ­ლი­ათ სა­ა­თო­ბით ჩა­ი­კე­თოთ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში და დატ­კბეთ თქვე­ნი უზა­დო სხე­უ­ლით.

    თხის რქა
    თქვენ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლის მთა­ვა­რი ექი­მი ხართ. ადრე უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი იყა­ვით, მაგ­რამ დეპ­რე­სი­ის გამო აქ ამ­ჯო­ბი­ნეთ ყოფ­ნა. მოგ­წონთ პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბა სუფ­თა ჰა­ერ­ზე, გულ­წრფე­ლად გწამთ, რომ ისი­ნი უფრო ნორ­მა­ლუ­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე თქვე­ნი ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი. თქვე­ნი პროგ­რე­სი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად, პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რი გა­მო­ჯან­მრთელ­და, მაგ­რამ ფსი­ქი­ატ­რი­ამ იმე­დე­ბი მა­ინც გა­გიც­რუ­ათ. ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ში­ნებთ ის ფაქ­ტი, რომ და­მამ­შვი­დებ­ლე­ბის და­ლე­ვა­ზე უა­რის თქმა მო­გი­წევთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­კუ­თარ თა­ვის­თვის თა­ვად იწერთ მათ.

    მერ­წყუ­ლი
    მა­ნი­ა­კა­ლუ­რი ფიქ­რე­ბი გაქვთ. ბავ­შვო­ბი­დან გსურთ, მსოფ­ლიო რე­ვო­ლუ­ცი­ის კო­ცო­ნი და­გენ­თოთ და გამ­ხდა­რი­ყა­ვით პა­ტა­რა, მაგ­რამ მე­გობ­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რი. სა­გი­ჟეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი წრე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ და მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თო­დებ­ზე სა­უბ­რობთ. თქვენ­თან მხო­ლოდ ორი პა­ცი­ენ­ტი და­დის: კირჩხი­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა ეცო­დე­ბა და მშვილ­დო­სა­ნი, რად­გან მას ორ­ცხო­ბი­ლით (რო­მელ­საც კუ­როს ჰპა­რავთ) უმას­პინ­ძლდე­ბით და და­პირ­დით, რომ მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნავთ. რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი იდეა გაქვთ, რომ პა­ლა­ტის კედ­ლე­ბი ია­სამ­ნის­ფრად შე­ღე­ბოთ. პა­ლა­ტა­ში ჯა­კუ­ზი გაქვთ, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი მდიდ­რუ­ლად უნდა ცხოვ­რობ­დნენ და თბილ აბა­ზა­ნას რე­ზი­ნის ყვი­თელ იხ­ვებ­თან ერ­თად იღებთ.

    თევ­ზე­ბი
    ში­ზოფ­რე­ნი­კი ხართ. მაგ­რამ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ავა­დაა ყვე­ლა თქვენ გარ­და. თქვენ გსტუმ­რო­ბენ ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი, კე­თი­ლე­ბიც და ბო­რო­ტე­ბიც - მთა­ვა­რი ექი­მი­სა და მედ­დის სა­ხით. თქვე­ნი პა­ლა­ტა მო­ხა­ტუ­ლია გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­ხა­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც თა­ვად შექ­მე­ნით. კე­დელ­ზე ერთი ნამ­დვი­ლი ფან­ჯა­რაა, მე­ო­რე კი, რო­მე­ლიც თქვენ და­ხა­ტეთ, უფრო რე­ა­ლის­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ხან­და­ხან მო­რი­ე­ლი გსტუმ­რობთ, მას რო­გორც ყო­ველ­თვის, ფან­ჯრე­ბი ეშ­ლე­ბა და ნა­ხატს ურტყამს თავს, როცა ეზო­ში გა­ხედ­ვა სურს. თქვე­ნი სა­წო­ლი წიგ­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა, როცა წა­კი­თხვა გსურთ, ერთ-ერთს გა­მო­აძ­ვრენთ ხოლ­მე. თქვენ­ზე და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს პა­ლა­ტის და­ლა­გე­ბა და ია­ტა­კის ქლო­რით მოწ­მენ­და, ია­ტა­კი ისე­თი სუფ­თა გაქვთ, რომ მას­ზე ჭამა შე­გიძ­ლი­ათ. თუმ­ცა, ასე­ვე იქ­ცე­ვით, მედ­და კი წამ­ლებს ია­ტაკ­ზე გიყ­რით და მერე ქა­თა­მი­ვით კენ­კავთ მათ. ეს სა­ნა­ხა­ო­ბა კირჩხი­ბებ­ზე და­მამ­შვი­დე­ბად მოქ­მე­დებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology
    382 ნახვა
    20-04-2020, 00:53