GOGA.TV
youtube
3
გასულ ღამეს ისანში შუახნის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს
  • გასულ ღამეს ისანში შუახნის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

    გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება წარსულში კონფლიქტს უკავშირდება. მომხდარში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

    კობცოვის ქუჩაზე სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.
    257 ნახვა
    20-04-2020, 01:33