GOGA.TV
youtube
3
  • ახალი კვლევების მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ გილიადის პრეპარატის მაიმუნებზე დატესტვამ პროგრესი აჩვენა

    ახალი კვლევების მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ გილიადის პრეპარატის მაიმუნებზე დატესტვამ პროგრესი აჩვენა. პრიმატებმა, რომლებმაც ვირუსის ადრეულ ეტაპზე მედიკამენტი მიიღეს, COVID 19 სრულიად დაამარცხეს.

    რემდესივირის შესახებ ამ თვეში არაერთი სტატია დაიწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მედიკამენტის მიღების შემდეგ COVID 19-ით დაავადებული პაციენტების ორი მესამედი განიკურნა.

    "ცხოველებს, რომლებზეც რემდესივირი გამოვიყენეთ, მკურნალობის შემდეგ სუნთქვაზე პრობლემები არ აღმოჩენიათ. პრეპარატის ცდის შემდეგ, მაიმუნებს ვირუსმა ფილტვებზე სერიოზული ზიანი არ მიაყენა, ამიტომ დაავადებასთან ბრძოლაში პრეპარატმა საკმაოდ პოზიტიური შედეგი აჩვენა," - აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი.
    198 ნახვა
    20-04-2020, 09:34