GOGA.TV
  • მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

    მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. გარდაცვლილია ერთი პირი. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

    შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ მოხდა. რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

    მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
    196 ნახვა
    20-04-2020, 23:46