GOGA.TV
youtube
3
  • უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება

    უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს მორიგი სპეცრეისი რომი-თბილისი შესრულდება.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აღნიშნული რეისით სამშობლოში საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება.

    მისივე განმარტებით, რეისს ერთი მძიმე პაციენტიც მოჰყვება, რომელსაც აეროპორტში რეანომობილით ექიმების ჯგუფი დახვდება და საავადმყოფოში გადაიყვანენ.

    მგზავრთა შორის ასევე არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები, ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

    ამავე რეისით სამშობლოში ბრუნდება 11 ქართველი მეზღვაურიც.
    255 ნახვა
    21-04-2020, 01:34