GOGA.TV
youtube
3
  • ახლა ქილიკის დრო არ არის და ეპიდემია სერიოზულ საფრთხეს ქმნის - ლევან რატიანი

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახლა ქილიკის დრო არ არის და ეპიდემია სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

    მისივე თქმით, ექიმებიც რისკჯგუფში იმყოფებიან.

    "მინდა ვუთხრა ყველას: ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს, არ არის ქილიკის დრო. ახლა ორივე მხარზე სამწუხაროდ გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, რადგან ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით," - განაცხადა ლევან რატიანმა.
    146 ნახვა
    21-04-2020, 08:46