GOGA.TV
youtube
3
  • უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექიმმა მკურნალობის მეთოდებზეც ისაუბრა

    ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი ექიმის ნინო ბაკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ვითარება კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბოლო დღეების განმავლობაში სტაბილურდება, თუმცა მედიკოსები პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილეს იჩენენ.

    "დღის კურიერში" სტუმრობისას უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექიმმა მკურნალობის მეთოდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ნიდერლანდებში ყველა პაციენტს დაავადების შესაბამის ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს სთავაზობენ.

    "ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს ინფექციონისტებთან და ვირუსოლოგებთან და ითვლება, რომ ყველამ თავის კომპეტენციაზე უნდა ისაუბროს. მძიმე პაციენტების მკურნალობა ეს არის ინფექციონისტების კომპეტენცია. ჰოლანდია არის ახლა იმ ფაზაში, როდესაც ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ გარკვეულ პაციენტს მისთვის პირადად განკუთვნილი ზრუნვა შევურჩიოთ და შევთავაზოთ. ამიტომ, ოჯახის ექიმი - ეს ის ექიმია, რომელიც პირველად ხედავს ამ პაციენტს, აფასებს მის მდგომარეობას და მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე ვწყვეტთ სად არის ამ პაციენტის ადგილი. ტრიაჟი ხდება ოჯახის ექიმის მიერ," - განმარტა ნინო ბაკაშვილმა.

    ექიმის თქმით, მედიკამენტ პლაქველინს ნიდერლანდებშიც იყენებენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საკმაოდ რთულ მდგომარეობასთან აქვთ საქმე.

    "ამ პრეპარატს ძირითადად იყენებენ საავადმყოფოში, როდესაც საკმაოდ რთული მდგომარეობაა, თუმცა ჩვენი ინფექციონისტები დაკვირვებით ამბობენ, რომ ჯერჯერობით მის ეფექტურობაზე კონკრეტულ დასკვნას ვერ გააკეთებენ," - განაცხადა ნინო ბაკაშვილმა.
    155 ნახვა
    21-04-2020, 09:10