GOGA.TV
youtube
3
პანდემიის გამო მსოფლიოში შიმშილის მასობრივად გავრცელების რისკზე საუბრობენ გაეროში
  • პანდემიის გამო მსოფლიოში შიმშილის მასობრივად გავრცელების რისკზე საუბრობენ გაეროში

    მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 2.5 მილიონს გადააჭარბა. კოვიდინფექციის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ შეერთებული შტატები რჩება. ქვეყანას ასობით ათასი ინფიცირებული ჰყავს. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი განიხილეს შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას. ხვალიდან კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა იწყება დიდ ბრიტანეთში. ორი დღეა ინფიცირების შემთხვევები იკლებს იტალიაში. ქვეყნის პრემიერმა ვირუსის დასამარცხებლად 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა სექტემბრამდე გახანგრძლივდა ნიდერლანდებში.

    პანდემიის გამო მსოფლიოში შიმშილის მასობრივად გავრცელების რისკზე საუბრობენ გაეროში.
    232 ნახვა
    22-04-2020, 01:16