GOGA.TV
youtube
3
ზოდიაქოს რომელი ნიშნის მამაკაცს შეგიძლიათ ენდოთ სიყვარულში - ანუ ვისთან იპოვით სიმშვიდეს
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნის მამაკაცს შეგიძლიათ ენდოთ სიყვარულში - ანუ ვისთან იპოვით სიმშვიდეს

    თუკი თქვენ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ, ამას­თა­ნა­ვე მა­მა­კა­ცებ­ზე გულ­გა­ტე­ხი­ლიც, შე­საძ­ლოა ამ სტა­ტი­ის სა­თა­ურ­მა სი­ცი­ლი მოგგვა­როთ. თუმ­ცა, ნუ იჩ­ქა­რებთ გა­ღი­მე­ბას, ბო­ლომ­დე ჩა­ი­კი­თხეთ ჩვე­ნი რჩე­ვე­ბი და რაც მთა­ვა­რია, პრაქ­ტი­კა­ზე "და­ტეს­ტეთ" მათი სის­წო­რე. გვერ­წმუ­ნეთ, გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით. მაშ ასე, ზო­დი­ა­ქოს რო­მე­ლი ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან მა­მა­კა­ცე­ბი, რო­მელ­თაც მარ­თლაც შეს­წევთ ძალა უყ­ვარ­დეთ უან­გა­როდ, ხან­გრძლი­ვად და მძაფ­რად ქალი.

    კირჩხი­ბი (გა­ი­გე მეტი კირჩხი­ბებ­ზე) - მთვა­რე, რო­მე­ლიც კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს მარ­თავს, გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მამ­რებს ქა­ლის ბუ­ნე­ბა ხუთი თი­თი­ვით ეს­მით. კირჩხი­ბი ბუ­ნე­ბით მზრუნ­ვე­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი მამ­რია. ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად მო­სიყ­ვა­რუ­ლეა, რომ შე­საძ­ლოა თა­ვიც კი მო­გა­ბეზ­როთ ყუ­რა­დღე­ბით. თუმ­ცა, არამც და არამც არ გირ­ჩევთ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვას. იმი­ტომ რომ, მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბი სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი, ბუ­ტია და წყე­ნი­აა. მას შე­უძ­ლია ხან­გრძლი­ვი ვა­დით უყ­ვარ­დეს ერთი და იგი­ვე ქალი, იმი­ტომ რომ, ემო­ცი­უ­რად ად­ვი­ლად ეჯაჭ­ვე­ბა პარტნი­ორს. შე­სა­ბა­მი­სად, შეჩ­ვე­უ­ლი ჭირი ურ­ჩევ­ნია, შე­უჩ­ვე­ველ სი­ახ­ლეს - ანუ ახალ რო­მანს.
    მო­რი­ე­ლი (გა­ი­გე მეტი მო­რი­ე­ლებ­ზე) - არ მო­გა­ტყუ­ოთ იმან, რომ იგი სექ­სუ­ა­ლუ­რად სა­ოც­რად აქ­ტი­უ­რი, ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი, ვნე­ბი­ა­ნი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლია. ნურც იმის გამო გა­კი­ცხავთ ამ მა­მა­კაცს, თუკი ქა­ლე­ბი რო­გორც ფუტ­კა­რი ყვა­ვილს ისე ეტა­ნე­ბი­ან ყო­ველ ჯერ­ზე. მო­რი­ე­ლი გა­სა­ო­ცა­რი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მამ­რია. თუმ­ცა მას აქვს ერთი სო­ლი­დუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა სხვა მა­მა­კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით - მაქ­სი­მა­ლის­ტია და სიყ­ვა­რულ­შიც სულ­სა და გულს დებს ყო­ველ­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მო­რი­ელ­მა შე­გიყ­ვა­რათ, თა­ვი­სე­ბუ­რად სა­დის­ტუ­რად, უც­ნა­უ­რად, მაგ­რამ მა­ინც გუ­ლით ეყ­ვა­რე­ბით. შე­საძ­ლოა, პე­რი­ო­დუ­ლად დაგ­ტან­ჯოთ კი­დეც, გან­გებ მო­გი­წყოთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი, თა­ვა­დაც გა­ეჭ­ვი­ა­ნოთ ხოლ­მე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის "სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლაა" სა­ი­მი­სოდ, რომ დარ­წმუნ­დეს თქვე­ნი მის­და­მი ემო­ცი­ე­ბის სიძ­ლი­ე­რე­ში.
    თხის რქა (გა­ი­გე მეტი თხის რქებ­ზე) - ერთი შე­ხედ­ვით ცივი, თით­ქოს­და უე­მო­ციო, თავ­და­ჭე­რი­ლი მამ­რია. მაგ­რამ მის­მა გა­რეგ­ნო­ბამ არ შე­გიყ­ვა­ნოთ შეც­დო­მა­ში. იმი­ტომ რომ, მისი "რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი" და უნაკ­ლო იმი­ჯის უკან, სა­შინ­ლად ერ­თგუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე კაცი იმა­ლე­ბა. მას უბ­რა­ლოდ დრო სჭირ­დე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ გა­იხ­სნას ბო­ლომ­დე თქვენ­თან. სა­მა­გი­ე­როდ, თუკი თქვენს სა­ი­მე­დო­ო­ბა­ში დარ­წმუნ­და და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად მის ოჯახ­საც მო­ა­წო­ნეთ თავი, გარ­წმუ­ნებთ, მას­ზე უფრო ერ­თგულ ქმარს მსოფ­ლი­ო­ში ვერ იპოვ­ნით. თხის რქა ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა­ში ძუნ­წია, ცოტა ჯუ­ჯღუ­ნაც არის პე­რი­ო­დუ­ლად. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან სა­ი­მე­დოა და იმ მა­მა­კა­ცე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ვი­საც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი შე­უძ­ლია ენ­დოს ქალი.

    წყარო: ambebi.ge/astrology
    278 ნახვა
    22-04-2020, 02:18