GOGA.TV
  • დღეს მსოფლიო "დედამიწის დღეს" აღნიშნავს

    დღეს მსოფლიო "დედამიწის დღეს" აღნიშნავს. დღევანდელ დღეს კაცობრიობა ბევრად ჯანსაღი პლანეტით ხვდება, ვიდრე გასულ წლებში. მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი მკაცრ კარანტინში ცხოვრობს და დედამიწა უფრო ჯანსაღი და სუფთა ხდება.

    ბოსტონიდან ვაშინგტონამდე ჰაერი ყველაზე სუფთაა მას შემდეგ, რაც ნასას თანამგზავრმა 2005 წლიდან აზოტის დიოქსიდის გაზომვა დაიწყო. შედარებით სუფთა ჰაერი დაფიქსირდა ჩინეთსა და ინდოეთში.

    გამოცემის ინფორმაციით, სამ აპრილს ინდოეთის პუნჯაბის რეგიონიდან 100 მილის მოშორებით მდებარე ჰიმალაის მთების მწვერვალები გამოჩნდა, რაც ათწლეულების მანძილზე არ მომხდარა.
    242 ნახვა
    22-04-2020, 10:22