GOGA.TV
სიტყვიერი დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე მარნეულში
  • სიტყვიერი დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე მარნეულში

    სიტყვიერი დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე მარნეულში - მოქალაქეები, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ, სოფელ შულავერთან შეიკრიბნენ. სამი სოფლის მოსახლეობა უკმაყოფილოა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით.

    შეკრებილები ითხოვენ, რომ მოხდეს რეალიზაცია იმ პროდუქტის, რომლის წარმოებაც ქვემო ქართლის რეგიონში ხდება. ამ ადამიანებთან შესახვედრად ჩავიდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი.

    ადგილზე მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილიც იმყოფებოდა. როდესაც ის შეკრებილებს მიმართვდა, ადგილობრივები "მიშა", "მიშას" სკანდირებდნენ.

    "ამათ საქმე არ აინტერესებთ, ამათ პრობლემები არ აქვთ. ეს არის მასკარადი, ეს არის კლოუნადა," - განაცხადა გუბერნატორმა.

    როგორც შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ძალები არ უნდა იყენებდნენ არსებულ სიტუაციას.

    "ამ სიტუაციაში, პოლიტიკური ძალა უნდა უფრთხილდებოდეს, რომ ასეთი კონცენტრაცია არ იყოს და დაავდების გავრცელება არ იყოს. ჩვენ შევაკავეთ მარნეულში დაავადება, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ბედნიერი არიან იმით, რამდენად ცუდად იქნება ქვეყანაში საქმე, რამდენად ბევრი იქნება ინფიცირებული და რამდენად ბევრი გარდაიცვლება. საუბედუროდ, ასეა. ელოდონ, მიშას ერთი 50 წელიწადი, კიდევ ელოდონ," - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

    ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ზაურ დარგალის შეფასებით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა არსებულ ვითარებას სათავისოდ იყენებს.
    299 ნახვა
    22-04-2020, 10:39