GOGA.TV
პრიალა, მყარი მინანქარი პასკებისა და კექსებისთვის - კვერცხის ცილის გარეშე
  • პრიალა, მყარი მინანქარი პასკებისა და კექსებისთვის - კვერცხის ცილის გარეშე

    ინგრედიენტები
    100 შაქრის ფხვნილი + 2 სკ წყალი
    0,5 ჩკ ჟელატინი + 1 სკ წყალი
    ლიმონის წვენი - 1 ჩკ (სურვილისამებრ)

    მომზადების წესები
    ჟელატინი დაალბეთ წყალში.
    შაქრის ფხვნილი ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი და ლიმონის წვენი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გამუდმებით ურიეთ.
    სიროპი გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ჟელატინი. ჟელატინი სრულად რომ გაიხსნება ცხელ მასაში, ჯამში გადაიტანეთ და თქვეფა დაიწყეთ. 3-5 წუთში მასა გასქელდება და გათეთრდება.
    გლაზური გადაუსვით თავზე პასკებს, ნამცხვრებს და ა.შ.

    წყარო: gemrielia.ge
    332 ნახვა
    23-04-2020, 03:47