GOGA.TV
მარნეულის ორ სოფელში სადისტრიბუციო მანქანები შევიდა
  • მარნეულის ორ სოფელში სადისტრიბუციო მანქანები შევიდა

    მარნეულში ფერმერები პროდუქტის ჩასაბარებელი ფასით უკმაყოფილოები არიან. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოსა და კასუმლოში დღეს დილიდან, სატვირთო მანქანები მას შემდეგ შევიდა, რაც გუშინ, 22 აპრილს, რამდენიმე სოფლის ფერმერი ერთად შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა. მათ ადგილობრივ თვითმმართველობას მოთხოვეს, რომ პროდუქტის რეალიზება შესძლებოდათ.

    როგორც ისინი რადიო "მარნეულთან" ამბობენ, მუნიციპალიტეტში შემოსული სადისტრიბუციო კომპანია მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. სხვა ალტერნატივის არქონის გამო კი, იძულებულები არიან საკუთარი პროდუქტი დაბალ ფასში გაყიდონ. მათ კიტრის ჩაბარება 80 თეთრად მოუწიათ.

    მარნეულის მერის ზაურ დარგალი კი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობას პროდუქტი არ გაუფუჭდეს და რეალიზების საშუალება ჰქონდეთ.

    "10 სოფელში მივა სატვირთოები. სხვა სავაჭრო ქსელებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მოსავალი გაიტანონ მარნეულიდან. დღეს ადგილობრივი ხელისუფლება და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ერთობლივად, რომ მოსახლეობას დაეხმარონ პროდუქტის გადყიდვაში. დიდი მაღზიები, რესტორნები, კაფეები, სასტუმროები დაკეტილია და მოსავალი იმოტმაა ბევრი. არ დავუშვებთ რომ გლეხის მოსავალი გაფუჭდეს. მოსახლეობაში უკვე სია გამზადდა და რგითობის მიხედვით ჩააბარებენ მოსავალს,"- ამბობს მარნეულის მერი.

    სოფელ შულავერში საპროტესტო აქცია 22 აპრილს გაიმართა და ის დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.
    215 ნახვა
    23-04-2020, 10:12