GOGA.TV
  • უკვე 9 საათია, იმერეთის სოფელი ღვანკითი ჩაკეტილია

    უკვე 9 საათია, იმერეთის სოფელი ღვანკითი ჩაკეტილია. 705 ოჯახი, დაახლოებით 2 400 ადამიანი, იზოლაციაში მას შემდეგ მოექცა, რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ამ ზონაში კოვიდინფექცია კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა. ახლა, საერთო ჯამში სოფელში 10 ინფიცირებულია. სპეციალისტები ახალი შემთხვევების კონტაქტებს სწავლობენ.

    ადგილობრივები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების რისკთან ერთად მათი მთავარი სადარდებელი არის ის, რომ ამ დროისთვის სოფელში არც ერთი მაღაზია და აფთიაქი არ მუშაობს.

    "გინდ კორონავირუსს მოვუკლივარ, გინდ შიმშილს,"- აცხადებენ ადგილობრივები.

    ღვანკითის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო ბუსკივაძე კი აღნიშნავს, რომ მაღაზიები ეტაპობრივად ამუშავდება.

    "მაღაზიები ამუშავდება, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს პრობლემა აღარ შეიქმნას, ხვალიდან უფრო მობილიზებულები ვიქნებით,"- აცხადებს სოფელ ღვანკითის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო ბუსკივაძე.

    ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა სოფელში, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. მათ სოფელში აქტიური მუშაობის მეორე ეტაპი დაიწყეს გუშინ, რომელიც სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. ასევე, უცნობია, როგორ აამუშავებენ სუპერმარკეტებს ჩაკეტილ სოფელში.
    205 ნახვა
    23-04-2020, 10:31