GOGA.TV
youtube
3
  • ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ითხოვს. კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ დამოუკიდებელ გამოძიებას

    ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი ითხოვს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრმა მხარი დაუჭიროს კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ დამოუკიდებელ გამოძიებას.

    პრემიერი აცხადებს, რომ ძიებამ უნდა დაადგინოს კორონავირუსის წარმოშობის და გავრცელების გარემოებები. ოფიციალური პეკინი კი ავსტრალიის გააქტიურებას და მოთხოვნის დაყენებას შეერთებული შტატების მეთაურობით ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს.

    "თუ აპირებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მსგავსი კლუბის წევრობას, ასევე იქნება ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩვენ დაგვჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება, რომ ვნახოთ, რა მოხდა და ეს გაკვეთილის სწავლაში დაგვეხმარება. იქნება დებატები ჩატარების დროზე. ჩვენ ეპიდემიასთან გამკლავების შუა ფაზაში ვართ და მესმის ზოგიერთის თავშეკავება, რაც გამოძიების დროს უკავშირდება. ჩვენი მიზანი ძალიან მარტივია - მსოფლიო იყოს უფრო დაცული, როდესაც საქმე ვირუსებს ეხება," - განაცხადა სკოტ მორისონმა.
    204 ნახვა
    23-04-2020, 10:47