GOGA.TV
  • ეჭვქვეშ არის დაყენებული რამდენად განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები - გიორგი გუგავა

    "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას ინფორმაციით, ღია წერილში, რომლითაც ოპოზიციამ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა ეჭვქვეშაა დაყენებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისა და არჩევნების ჩატარების საკითხი. მისივე თქმით, გამახვილებულია ყურადღება პოლიტპატიმრების საკითხზეც, რადგან ნაცვლად მათი გათავისუფლებისა, სასწრაფოდ გამართეს სასამართლო პროცესები.

    "ეჭვქვეშ არის დაყენებული რამდენად განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები და, ამავე დროს, ჩატარდება თუ არა არჩევნები. ეს ყველაფერი საფრთხის წინაშე დგას, ამავე დროს, ვუყურებთ ჩვენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ გაეთავისუფლებინათ ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა, ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, გამართეს სასწრაფოდ პროცესები,"- განაცხადა გიორგი გუგავამ.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ღია წერილით მიმართეს, რომლითაც მოუწოდებენ, ამ სიტუაციაში მონიტორის როლი იტვირთოს და შეახსენოს ხელისუფლებას ის ვალდებულებები, რაც მოლაპარაკების დროს აიღო.
    173 ნახვა
    23-04-2020, 10:58