GOGA.TV
youtube
3
  • კორონავირუსი არ უნდა აქციოს ხელისუფლებამ მოკავშირედ და ფარად თავისთან მიმართებაში

    პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსი სათავისოდ არ უნდა გამოიყენოს. მისი თქმით, არასწორი იქნება, თუ ხელისუფლება პანდემიას უკვე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გადასინჯვისთვის გამოიყენებს.

    "ეს კორონავირუსი არ უნდა აქციოს ხელისუფლებამ მოკავშირედ და ფარად თავისთან მიმართებაში, ეს არანაირად არ იქნება სწორი. არც იმ მხრივ, რომ რაღაც ძველი შეცდომები და ეკონომიკის თუ სოციალურ სფეროში არგაკეთებული საქმეები ჩამოეწეროს კორონავირუსთან მიმართებაში, ან ახლა გადასინჯოს უკვე მიღწეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ღია წერილით მიმართეს, რომლითაც მოუწოდებენ, ამ სიტუაციაში მონიტორის როლი იტვირთოს და შეახსენოს ხელისუფლებას ის ვალდებულებები, რაც მოლაპარაკების დროს აიღო.
    200 ნახვა
    23-04-2020, 11:05