GOGA.TV
რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ 1 200 ლარს
  • რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ 1 200 ლარს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში - 200 ლარის ოდენობით.

    ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას, ისაუბრა.

    "დაქირავებით დასაქმებული ყველა ის პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგა სამსახური, რომელიც ოფიციალურად მუშაობდა და დაკარგა სამსახური, აღარ აქვს სამსახური და ვეღარ იღებს ხელფასს, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1 200 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ასეთი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ჩვენ გვესმის და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვეხმარებით თითოეულ მოქალაქეს 1 200 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 200 ლარის გაცემით“, – განაცხადა პრემიერმა.
    159 ნახვა
    24-04-2020, 10:09