GOGA.TV
youtube
3
  • საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვა ორშაბათიდან არ მოიხსნება

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან შეზღუდვის მოხსნა ეხება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს და ეს არ მოქმედებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

    პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მხოლოდ 2 დღით - ორშაბათსა და სამშაბათს დაუშვებს გამონაკლისს და საშუალებას მისცემს ადამიანებს, დაბრუნდნენ იქ, სადაც შეზღუდვების გამო ვერ მოახერხეს ჩასვლა.

    "ორშაბათიდან ყველა შეზღუდვის მოხსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტომანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ ნიშნავს საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის შეზღუდვების მოხსნას. ეს შეზღუდვები კვლავ შენარჩუნდება.

    მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვების დაწესება სააღდგომო დღესასწაულებს დაემთხვა და ბევრი მოქალაქე გასული იყო საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან - მათთვის ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს, ეს იქნება ორი დღე - ორშაბათი და სამშაბათი. ამის შემდეგ კი, ის შეზღუდვები, რომელიც არის ჩვეულებრივ საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით კვლავ აღდგება. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოქალქეებს დისკომფორტი მოვუხსნათ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
    312 ნახვა
    24-04-2020, 10:18