GOGA.TV
youtube
3
გახარიას განცხადებით, შეუძლებელი იყო აღდგომის ღამეს საეკლესიო მსახურებისთვის ეკლესიამდე მისვლის საშუალება არ მიეცათ
  • გახარიას განცხადებით, შეუძლებელი იყო აღდგომის ღამეს საეკლესიო მსახურებისთვის ეკლესიამდე მისვლის საშუალება არ მიეცათ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას განცხადებით, შეუძლებელი იყო აღდგომის ღამეს საეკლესიო მსახურებისთვის ეკლესიამდე მისვლის საშუალება არ მიეცათ. თუმცა, გიორგი გახარია იმასაც ამბობს, რომ სააღდგომო დღესასწაულების შემდგომ თბილისში განვითარებული მდგომარეობით უკიდურესად გაღიზიანებული იყო.

    "აღდგომის ღამეს, რა თქმა უნდა ჩემთვისაც წარმოუდგენელია და შეუძლებელი იყო საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, რომ ეკლესიამდე მისულიყვნენ.

    ეს არის ის კომპრომისები, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას. ეს ჩვენი გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ. ჩვენს შემთხვევაში არის ისე, რომ სააღდგომო მსახურება ეკლესიაში მამაოების თანხლებით მაინც უნდა ჩატარდეს.

    თუმცა ის სურათი, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების შემდგომ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა. მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მეც მქონდა უდიდესი უსამართლობის გრძნობა. პირადად მე სამსახურში, რომ მოვდიოდი, 6-7 მანქანის ნომერს ვამოწმებინებდი. ყველას საშვი ჰქონდა.

    ყველაზე დიდი რაოდენობის საშვები გაქვთ მედიას. ასობით კი არა, ათასობით.

    შეუძლებელია, 2-3 დღეში, ეფექტიანად მომუშავე ინსტრუმენტის გაკეთება, ამიტომ აქ ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ.

    ბზობის შემდგომ ვნახეთ, და აღდგომის შემდგომაც, რომ ეს აფეთქება არ ყოფილიყო, ამიტომ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. კრიტიკა მისაღებია, ოღონდ გონივრული და არა პოპულისტური და ჭორაობის დონეზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
    132 ნახვა
    24-04-2020, 10:22