GOGA.TV
youtube
3
  • ნინო ბურჯანაძის თქმით, ის ციფრები, რომელიც დღეს პრემიერმა დაასახელა უმძიმესია

    ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ სოციალური დახმარების ნაწილში, ხელისუფლებას უფრო მეტი თანხა უნდა გამოეყო.

    ნინო ბურჯანაძის თქმით, ის ციფრები, რომელიც დღეს პრემიერმა დაასახელა უმძიმესია. მისივე თქმით, ეს ციფრები უკიდურესად რთულ ვითარებაზე მიუთითებს და მთავრობა იძულებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილს შეატოვოს.

    "ამ ე.წ გეგმამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ციფრები რომლებმაც გაიჟღერა საუბრობს უკიდურესად რთულ ვითარებაზე და იმაზე, რომ მთავრობა იძულებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილს შეატოვოს.

    როდესაც დასახელებული იყო, რომ 3.9 მილიარდი იქნება ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი და ამ დროს, მთავრობა ამბობს, რომ ქამრების შემოჭერის შედეგად მხოლოდ 300 მილიონის მობილიზაცია მოახდინეს - ეს ძალიან მძიმე ციფრი გახლავთ. როდესაც მთავრობა ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 100 ლარით დაეხმარება, ეს ასევე, უმძიმესი ციფრებია,"- განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.
    238 ნახვა
    24-04-2020, 10:35