GOGA.TV
youtube
3
  • აჭარული ფხალობიო

    ფხალი - 1 კილოგრამი
    ლობიო- 700 გრამი
    ნიგოზი - 250 გრამი
    ნიორი - 1 თავი (ან გემოვნებით)
    წიწაკა, დაღერღილი - 1 ჩაის კოვზი (ან გემოვნებით)
    მარილი - 1 სუფრის კოვზი (ან გემოვნებით)

    ფხალობიო არის აჭარული ტრადიციული კერძი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
    კარგად გარეცხილი ფხალი დავჭრათ დიდ ნაჭრებად და კარგად მოვხარშოთ. მოხარშულ ფხალს წვენი გადავუწუროთ და ჩავჩეხოთ. ასევე კარგად გარეცხილი ლობიო მოვხარშოთ, გადავუწუროთ წვენი და ნაწილობრივ ჩავზილოთ. მიღებული ორივე ინგრედიენტი კარგად გადავურიოთ. დავამატოთ დაბლენდერებული ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, მარილი. დავასხათ 1 ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 5 წუთი.
    კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით.
    1 167 ნახვა
    25-04-2020, 03:23