GOGA.TV
  • აჭარული ჰალვის მომზადება

    3 ჭიქა პურის ფქვილი
    200 გრ კარაქი
    1 ჭიქა შაქარი
    1 ჩაის კოვზი თაფლი
    1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
    ცოტა მარილი

    ჰალვა არის აჭარული ტკბილეული, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

    კარგად გაცრილი პურის ფქვილი (მჭადის ფქვილიც შეიძლება) მოვხალოთ დაბალ ცეცხლზე. ვხალოთ მანამ, სანამ ცოტა ფერს არ შეიცვლის. იმისთვის, რომ გავიგოთ, ფქვილი მოიხალა თუ არა, პატარა თეფშზე ავიღოთ ტაფიდან და ცეცხლი გავუკიდოთ, თუ ფქვილი აალდა, ე.ი.მზად არის. მოხალული ფქვილი ისევ გავცრათ და დავუმატოთ შაქარი, მარილი, თაფლი. გამდნარ კარაქში შევურიოთ ლიმნის წვენი და ჩავასხათ ფქვილში. სწრაფად ვურიოთ მანამ, სანამ მასა კარგად არ შეიკვრება. მივცეთ სასურველი ფორმები და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.

    გემრიელად მიირთვით.
    1 507 ნახვა
    25-04-2020, 03:24