GOGA.TV
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები 80 წლის მოხუცს დაეხმარებიან
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები 80 წლის მოხუცს დაეხმარებიან

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები 80 წლის ომარ ჯველაურის დასახმარებლად თანხის შეგროვებას იწყებენ. ხანდაზმული მარტოხელა მამაკაცი სოფელ დედისფერულში ფიცრებისგან შეკრულ ფართი ცხოვრობს, სადაც არც საწოლია და არც ელექტროენერგია.

    როგორც ახმეტის მერმა განაცხადა, ხანდაზმულის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო, რის შემდეგაც სამსახურის ყველა თანამშრომელმა დახმარების სურვილი თავად გამოთქვა. იოსებ ქარუმაშვილის თქმით ხანდაზმულ მამაკაცს ცხოვრების ელემენტარულ პირობებს შეუქმნიან, ელექტროენერგიას გაუყვანენ და ავეჯსაც მიუტანენ.
    244 ნახვა
    25-04-2020, 08:56