GOGA.TV
  • ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებას პრობლემების მოგვარების მთავარი საშუალება - საგანგებო ბიუჯეტი არ აქვს

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ხელისუფლების მიერ გუშინ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას პროპაგანდას უწოდებს. ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებას პრობლემების მოგვარების მთავარი საშუალება - საგანგებო ბიუჯეტი არ აქვს:

    "თავიდან ბოლომდე გუშინდელი პრეზენტაცია იყო პროპაგანდა და ემსახურებოდა რამდენიმე დღით თავიანთი ძირითადი ნაკლოვანების გადაფარვას, მაგრამ რამდენიმე დღემაც ვერ გასტანა და უკვე ყველამ ვიცით რასთან გვაქვს საქმე. ბიუჯეტს, რომელსაც ვერ ამტკიცებენ საგანგებოს, იმიტომ რომ დაფინანსების წყაროები არ არსებობს და მაისის ბოლომდე ვერ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მაისის ბოლომდე დახმარება ვერავინმდე ვერ მივა," - განაცხადა ნიკა მელიამ.
    182 ნახვა
    25-04-2020, 09:14