GOGA.TV
  • რატომ არ უნდა დაინიშნოს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად? თალაკვაძე რადას დეპუტატებს აფრთხილებს

    რატომ არ უნდა დაინიშნოს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად? - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ თემაზე უკრაინელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში ვრცლად საუბრობს.

    არჩილ თალაკვაძე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს აფრთხილებს, რომ ძებნილი მესამე პრეზიდენტის ამ პოსტზე შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას.

    საქართველოში კი თალაკვაძის წერილსა და ზოგადად, ხელისუფლების წევრების განცხადებებს სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ქართული ოპოზიცია გამოეხმაურა.

    გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოში უკრაინის შიდა საკითხების განხილვა ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მომტანია.

    "თალაკვაძის წერილი, ივანიშვილის გუნდის განცხადებები და მით უმეტეს, ის ნაბიჯები, რომელზეც ისინი საუბრობენ, არის პირდაპირი ზიანის მომტანი საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა. არ შეიძლება პოლიტიკურ დაპირისპირებას ყოფილ პრეზიდენტთან, ან პირად შუღლსა და სიძულვილს, გადააყოლო ქვეყნის ინტერესები. და ზოგადად, არავინ, არც მიხეილ სააკაშვილმა, არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ, არ უნდა აქციოს უკრაინის შიდა ამბები საქართველოში პოლიტიკური განხილვის საგნად,"- განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
    274 ნახვა
    25-04-2020, 09:38