GOGA.TV
youtube
3
  • ბელგიაში, ქვეყანა მაისიდან ამოქმედენას იწყებს

    ქვეყანაში მაღაზიების გახსნის პროცესი 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება. თითოეული ბელგიელისთვის სავალდებულო იქნება, დახურულ სივრცეში პირბადე ატაროს. მაისის შუა რიცხვებისთვის კი სასწავლო პროცესიც აღდგება.

    კლასში 10 მოსწავლეზე მეტის დასწრება იკრძალება. კაფეებისა და რესტორნების გახსნა კი ივნისში იგეგმება. ბელგიაში კორონავირუსიის ლაბორატორიულად დადასტურებული 44 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი.

    "აუცილებელი იქნება დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. ტრანსპორტში არ დაიშვებიან 12 წელს ქვემოთ ბავშვები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 4 მაისიდან განაახლებს,"- აცხადებს ბელგიის პრემიერ-მინისტრი სოფი ვილმესი.
    204 ნახვა
    25-04-2020, 09:44