GOGA.TV
youtube
3
  • სომხური ქადა

    მასალა ცომისთვის:
    ფქვილი 1 კგ.
    მარგარინი 2 შეფუთვა.
    გამაგხვიერებელი 20. გრ
    მაწონი 1 ქილა
    მარილი
    მასალაშიგთავსისთვის:
    ფქვილი 500 გრ
    შაქარი 500.გრ.
    მარგარინი 1 შეფუთვა
    ვანილი 1
    მომზადება:
    მოვამზადოთ სომხური ქადის ცომი:
    ჯამში ჩავყაროთ ფქვილი. დავამატოთ გამაფხვიერებელი და მარილი. დავახეხოთ 2 შეფუთვა მარგარინი. ავურიოთ. დავამატოთ მაწონი და მოვზილოთ მაგარი ცომი. მიღებული ცომი გავყოთ 2 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი შევფუთოთ ცელოფანში და ჩავდოთ მაცივარში 2 საათით.
    მოვამზადოთ სომხური ქადის შიგთავსი:
    500 გრ გქვილი 500 გრ შაქარი და 1 გახეხილი მარგარინი ავზილოთ ერთმანეთში დავამატოთ ვანილი და ისევ ავზილოთ.
    ცომი ფ=გავაბრთყელოთ. ზემოდან დავდოთ შიგთავსი და დავახვიოთ რულეტივით. სომხური ქადა გავყოთ პატარა ნაწილებად. ზემოდან წავუსვათ კვერცხი გული. და გამოვაცხოთ გაზქურაში.
    725 ნახვა
    26-04-2020, 02:19