GOGA.TV
youtube
3
ბათუმში აგრარული და თევზის ბაზრები დღეიდან იხსნება
  • ბათუმში აგრარული და თევზის ბაზრები დღეიდან იხსნება

    ბათუმში აგრარული და თევზის ბაზრები დღეიდან იხსნება. მკაცრად გაკონტროლდება დისტანცირება, აუცილებელი იქნება პირბადეებისა და ხელთათმანების გამოყენება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ყველა ბაზრის შიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მომხმარებელს თერმოსკრინინგთან ერთად ერთჯერადი ხელთათმანები გადაეცემათ. გარდა ამისა, ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია.

    რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველო ერთად გააკონტროლებენ.
    230 ნახვა
    27-04-2020, 00:57