GOGA.TV
youtube
3
  • დედაქალაქში ე.წ. დეზერტირების ბაზარი დილიდან გაიხსნა

    დედაქალაქში ე.წ. დეზერტირების ბაზარი დილიდან გაიხსნა. ტერიტორიაზე შეინიშნება ხალხმრავლობა. ბაზრის ადმინისტრაცია წესებისა და მოქალაქეებს შორის დისტანციის უზრუნველყოფას ცდილობს.

    ტერიტორიაზე შესულ ავტომობილებს დეზინფექცია უტარდება.

    ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაა დაშვებული, რომელიც ხმაურის მიზეზი გახდა. საცალო ბაზრობის მოვაჭრეები პროტესტს და უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ საქმიანობის გაგრძელების უფლება მათაც უნდა მიეცეთ. მათი თქმით, მზად არიან დაიცვან ყველა წესი და რეკომენდაცია.

    "გამოვიკეტეთ სახლში, ახლა გამოვედით და ისევ დაკეტილია, ვერ ვმუშაობთ," - ამბობს ერთ-ერთი საცალო მოვაჭრე.
    270 ნახვა
    27-04-2020, 10:43