GOGA.TV
youtube
3
  • EMC-ში არასაკმარისად მიიჩნევენ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას

    EMC-ში არასაკმარისად მიიჩნევენ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ ბევრი რამ ბუნდოვანია - მათ შორის ის, თუ რატომ ეხმარება ხელისუფლება მხოლოდ 250 ათას თვითდასაქმებულს, როცა მათი რეალური რაოდენობა, თითქმის, 800 ათასია.

    "თვითდასაქმებული ადამიანების ნაწილი საერთოდ დარჩა ამ პაკეტის მიღმა. ის, ვინც იღებს შემწეობას 300 ლარის ოდენობით, ერთჯერადი დახმარებით, ეს თანხა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. გარდა ამისა, რჩება გარკვეული ჯგუფები, როგორიც არის უსახლკაროები, შშმ პირების დიდი ნაწილი. უნდა მოიზიდოს დამატებითი რესურსები, გაამარტივოს სოციალური დაცვის სისტემაში ადამიანების ჩართვა, იმისთვის, რომ დაუბრკოლებლად მივიდეს იმასთან, ვისაც ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროება,“ - აცხადებს კოტე ერისთავი.

    განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ პარტიებშიც. "ევროპული საქართველოს“ ვარაუდით, თვითდასაქმებულთა დახმარების გეგმა ნეპოტიზმისა და კორუფციის წყარო გახდება.

    "ეს გეგმა ისედაც სადღეგრძელოსავით იყო, არც ხარჯები ჰქონდა მითითებული ზუსტად, საიდან რა ფული მოდის. კიდევ უფრო გაწელილია პროცედურები, რომლითაც იმ არაადეკვატურ, ბუნდოვან და მათ შორის, მავნებლური პრინციპებით აგებულ დახმარებასაც მისცემენ მოქალაქეებს. ეს მძიმე ფასად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას და ამ ფასს გადაიხდიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. სანამ ასეთი მთავრობა გვყავს, ასეთი ზიანი გარდაუვალია და გაგრძელდება რაღაც თვეების განმავლობაში, ნამდვილად. საგადასახადო წნეხის შემსუბუქების გარეშე ადამიანებისთვის და დამსაქმებლებისთვის, უბრალოდ, კატასტროფაა ეს,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
    212 ნახვა
    28-04-2020, 09:48