GOGA.TV
კახეთში მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება
  • კახეთში მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

    კახეთში მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. 25 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს.

    შემთხვევა ყვარელში, გუშინ საღამოს სუფრასთან მოხდა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მრავლობითი ჭრილობები მას ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული. საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციის ჩატარება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
    373 ნახვა
    29-04-2020, 00:28