GOGA.TV
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება. მოსამართლემ დავით ცინარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

    პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ცინარიძე დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. მისი დაკავება ადგილზე მოხდა.

    "მისი პოზიციით, ოჯახი არის მისთვის პირადი სივრცე და არ სურს მის პირად სივრცეზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ისაუბროს,“- ამბობს დავით ცინარიძის ადვოკატი, კახაბერ ხვისტანი.
    296 ნახვა
    30-04-2020, 00:31