GOGA.TV
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც გამდიდრება შეუძლიათ
  • ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც გამდიდრება შეუძლიათ

    ფუ­ლის შოვ­ნის და გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის თემა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგას უმ­თავ­რეს სა­კი­თხად. ზოგს თუ "კა­პი­კის კა­პიკ­ზე" დაგ­რო­ვე­ბა ეხერ­ხე­ბა, ვი­ღაც სო­ლი­დურ შე­მო­სა­ვალს ორ დღე­ში ანი­ა­ვებს და ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე ვა­ლე­ბის ამა­რა რჩე­ბა. თუმ­ცა, ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ დიდი ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა­ზე არც სი­ძუნ­წე მოქ­მე­დებს და არც ხელ­გაშ­ლი­ლო­ბა. მთა­ვა­რი ის არის, რამ­დე­ნად ეხერ­ხე­ბა ადა­მი­ანს ფუ­ლის "მო­ზიდ­ვა" და გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც ჩვენს ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს და­უ­წე­სა კოს­მოს­მა. არ­სე­ბობს ბევ­რი კვლე­ვა, მა­ინც რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მდიდ­რდე­ბი­ან ყვე­ლა­ზე ხში­რად და ვინ რო­გორ ახერ­ხებს ქო­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

    ცე­ცხლის ნიშ­ნე­ბი - ვერ­ძე­ბი, ლო­მე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი ფულს აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ. მათი ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბა, დი­ნა­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თი და ენერ­გი­უ­ლო­ბა კარ­გად მოქ­მე­დებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის მო­ზიდ­ვა­ზე. თუმ­ცა, ამ სამს შო­რის მხო­ლოდ ლომს შეს­წევს ძალა დაგ­რო­ვი­ლი კა­პი­ტა­ლის სწო­რად გან­სა­კარ­გად და შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ყვე­ლა­ზე არაპ­რაქ­ტი­კუ­ლე­ბად კი ამ მხრივ მშვილ­დოს­ნე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან.

    წყლის ნიშ­ნებს კირჩხი­ბებს, მო­რი­ე­ლებ­სა და თევ­ზებს ფუ­ლის შოვ­ნი­სას ხელს ემო­ცი­უ­რო­ბა და მო­მავ­ლის შიში უშ­ლით. თუმ­ცა, მო­რი­ე­ლი ამ სამს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად მდიდ­რდე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებს ეხერ­ხე­ბათ სხვე­ბის ქო­ნე­ბის გან­კარ­გვა და მარ­თვაც. ხში­რად იღე­ბენ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ან სა­რის­კო ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი­დან დიდი მო­გე­ბა რჩე­ბათ. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად უმარ­თლებთ თევ­ზებს. ისი­ნი იშ­ვი­ა­თად აგ­რო­ვე­ბენ სო­ლი­დურ თან­ხებს, რბი­ლი ხა­სი­ა­თის და ხათ­რი­ა­ნო­ბის გამო.

    ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბი ტყუ­პი, სას­წო­რე­ბი და მერ­წყუ­ლე­ბი ფულ­თან არ­ცთუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ეს ძი­რი­თა­დად ფი­ლანტრო­პი, მე­ცე­ნა­ტი ადა­მი­ა­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი სტი­ქი­აა. შე­სა­ბა­მი­სად, ფულს ისი­ნი რო­გორც ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ისე უყუ­რე­ბენ მხო­ლოდ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ფული და არც უფუ­ლო­ბა, დი­დად არ ცვლის მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სამ­ყა­რო­ზე. ჰა­ე­რის ნიშ­ნებს შო­რის გამ­დიდ­რე­ბის შან­სე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად აქვს მერ­წყულს. შე­და­რე­ბით იღ­ბლი­ა­ნია სას­წო­რიც. ტყუ­პის უმე­ტე­სო­ბას კი არას­ტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გა­აჩ­ნია.

    და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ახა­სი­ა­თებთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი­სად­მი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა მი­წის ნიშ­ნებს: კუ­რო­ებს, ქალ­წუ­ლებ­სა და თხის რქებს ფული სა­ი­მი­სოდ სჭირ­დე­ბათ, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბა არ და­კარ­გონ, მო­მავ­ლის შიში ნაკ­ლე­ბად ჰქონ­დეთ და რაც მთა­ვა­რია, იგ­რძნონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ზუს­ტა­დაც რომ მო­აქვს ფულს! დიდ ფულს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი ქალ­წუ­ლია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ე.წ. "ვორ­კოჰო­ლიკ­თა" რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან და შრო­მო­ბენ ლა­მის 24 სა­ა­თი და კვი­რა­ში შვი­დი დღე. ფულს კარ­გად აგ­რო­ვებს კუ­როც. თუმ­ცა, კუ­როს ყო­ველ­თვის "დღე­ვან­დე­ლი კვერ­ცხი ურ­ჩევ­ნია ხვა­ლინ­დელ ქა­თამს", ხოლო თხის რქებს შო­რის ვხვდე­ბით რო­გორც ამ­ბი­ცი­ურ ღა­ტა­კებს, ისე მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე, მდი­დარ სნო­ბებ­საც. შუ­ა­ლე­დი თით­ქმის არ არ­სე­ბობს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    362 ნახვა
    30-04-2020, 03:02